რუმინეთის მთავრობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) კოორდინაციით აცხადებს კვლევით სტიპენდიას “Eugen Ionescu” 2025-2026 წლებისთვის. სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევარი მასწავლებლებისთვის.
“Eugen Ionescu” მობილობის სტიპენდია ფრანგულენოვან მასწავლებლებსა და მკვლევარებს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ უნარები რუმინეთში, AUF-ის წევრ დაწესებულებებში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი. მობილობის პერიოდი – 2026 წლის 1 მაისი – 31 ივლისი.
დაინტერესებულ პირებს მეტი დეტალისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ ელ-ფოსტაზე: bourses-ei@auf.org
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.auf.org/nouvelles/appels-a-candidatures/bourses-de-recherche-doctorale-et-postdoctorale-eugen-ionescu-2025-2026/


