აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) 2025 წლის 26 ნოემბერს ეწვია კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი და ბიოენერგეტიკული ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის ტრენერი გი ტონელა, რომელმაც ჩაატარა სემინარი თემაზე: „ბიოენერგეტიკული ანალიზის ფსიქოთერაპიული მეთოდი“.
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრ „იდილიას“ ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.
გი ტონელა აუდიტორიას წარუდგინა EEU-ს პროფესორმა და „იდილიას“ ხელმძღვანელმა თინათინ ფანცულაიამ. სემინარის მონაწილეებს იურიდულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ზუხრა მაცაბერიძეც მიესალმა.
ტრენერმა მსმენელებს გააცნო ბიოენერგეტიკული ანალიზის, როგორც სხეულზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიული მეთოდის, წარმოშობის ისტორია. მან, აგრეთვე, განიხილა მისი კავშირი ფსიქოანალიზთან.
თეორიული სემინარის შემდეგ გაიმართა ინტერაქტიული ვორქშოპი. მონაწილეებმა გამოსცადეს ინტერვენციები, რომლებიც სხეულის მოძრაობას, სუნთქვის ტექნიკებსა და ემოციური დაძაბულობის მართვას ეფუძნებოდა.
ბიოენერგეტიკული ანალიზის ფსიქოთერაპიული მეთოდის შესახებ სემინარს ესწრებოდნენ EEU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და პერსონალი, დარგით დაინტერესებული პრაქტიკოსები.
სემინარი აუდიტორიის აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.



























