მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვასილიკი მპოლი კვლევების ფონდიდან და გეორგიოს ჩამოუზასი ფსიქოლოგიის დეპარტამენტიდან, Erasmus+ პროგრამის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის (STT) ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.
პანთეონის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ კახაბერ ლაზარაშვილს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, თეონა ხაჩიძეს. ასევე, გაიმართა შეხვედრა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, ასოცირებულ პროფესორ ზუხრა მაცაბერიძესთან. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.






