flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში EEU-ს ასოცირებული პროფესორის, დავით წულაიას ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ასოცირებული პროფესორის, დავით წულაიას ავტორობით  ახალი სახელმძღვანელო „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“ ინგილსურ ენაზე გამოიცა EEU-ს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის სისტემის ფარგლებში. მონოგრაფიის პრეზენტაცია 15 დეკემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

მონოგრაფია წარმოადგენს პირველ სრულყოფილ აკადემიურ ნაშრომს, რომელიც მართლმადიდებლური ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე იკვლევს კრიმინოლოგიის მნიშვნელოვან კონცეფციებს, მათ შორის დანაშაულს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის მექანიზმებს.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის, ასევე კრიმინოლოგების, იურისტების, სოციოლოგებისა და ფსიქოლოგებისთვის, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და დანაშაულის პრობლემატიკით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

ღონისძიება გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და  აკადემიური კოლეგიის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა, რომლებმაც ავტორს სახელმძღვანელოს გამოცემა მიულოცეს. სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზუხრა მაცაბერიძემ, ამერიკის კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრმა, პროფესორმა თათია დოლიძემ, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა გიორგი თოდრიამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველმა სასჯელაღსრულების საკითხებში, მაია ხასიამ  და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვევს მის პრაქტიკულ ღირებულებას როგორც დარგისთვის, ასევე ახალი გამოცემის მნიშვნელობას საუნივერსიტეტო საქმიანობისთვის.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ნიქოზიის უნივერსიტეტის (კვიპროსი) ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის, ანთი ტზიაკოურას ვიზიტი EEU-ში

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University