2025 წლის 23 დეკემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის არქიტექტურის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოპი.
ვორქშოპის მიზანი იყო საპროექტო არეალის ტოპოგრაფიული გადაღება, გრაფიკული მასალების დამუშავება და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები, ასევე განხორციელდა სასწავლო ტური მცხეთაში, სადაც სტუდენტებმა შეისწავლეს მცხეთა, როგორც იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ვორქშოპის დასასრულს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა მოამზადეს ესკიზური პროექტები, საპროექტო დოკუმენტაცია და დამუშავებული გრაფიკული მასალები, რომლებმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პროფესორები.




















