ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა 2026-2027 აკადემიური წლისათვის აცხადებს სტიპენდიებს „Youth of Excellence Scheme of China Program”.
პროგრამა ითვალისწინებს ჩინეთში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას. სწავლის ხანგრძლივობა, ძირითადად, 12 თვეს შეადგენს, ხოლო გარკვეული პროგრამები ითვალისწინებს „1+1“ მოდელს, რომელიც აერთიანებს ჩინეთში სწავლას და პროფესიულ საქმიანობას კანდიდატის სამშობლოში. პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას, რაც გულისხმობს სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.
განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების სისტემის (https://studyinchina.csc.edu.cn/?S8cMF5lUCwGD=1768998337457#/login) მეშვეობით 2026 წლის 31 მარტის 23:59 საათამდე (GMT+8).


