პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამის (The Lane Kirkland Scholarship Program) ფარგლებში, ცხადდება კონკურსი 2026-2027 აკადემიური წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ასევე გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (KIRKLAND RESEARCH Scholarships 2026) 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.
სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 მარტი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.kirkland.edu.pl
საკონტაქტო ინფორმაცია: kirkland@kirkland.edu.pl


