დამფუძნებელი/პრეზიდენტი: ანა მაისურაძე
კლუბის დაარსების წელი: 2022
კლუბის მიზანი და დანიშნულება/მისია
სწავლების ყველა (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ერთსაფეხურიანი და დოქტორანტურის) საფეხურის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ჩართულობით ფაკულტეტზე შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას, სტუდენტების სამეცნიერო აქტივობების (კვლევების, საკონფერენციო მოხსენებების, სტატიების და სხვ.) განხორციელებაში, დებატებში ჩართულობას, მათთვის საინტერესო საკითხების სიღრმისეულ განხილვაში;
ხელი შეუწყოს ახალი სამეცნიერო კვლევების წარმოებას შესაბამის ფაკულტეტზე პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებების შესაბამისად (მედიცინა, განათლება, სამართალი, არქიტექტურა, ფსიქოლოგია და სხვა).
ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ჩამოყალიბებულია მიმართულებების მიხედვით და აერთიანებს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შემდეგი აკადემიური მიმართულებებით:
- განათლება
- მედიცინა
- სამართალი
- ბიზნესი
- არქიტექტურა
- ფსიქოლოგია
კლუბში გაწევრიანებისთვის გადადით ბმულზე: https://eeu.edu.ge/club-survey-2/
კლუბის წესდება (ჩამოტვირთეთ)
აქტივობები, ძირითადი მიღწევები:
- კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ყოველწლიური, ტრადიციული კონფერენციები
- კვლევითი პროექტების წერა
- საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული და დაფინანსებული კვლევითი პროექტები – განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრანტების, სტუდენტური კლუბის წევრების ნინო ზედგენიძისა და გვანცა ჩივაძის გამარჯვება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსში
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შიდა გრანტი მოიპოვეს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრებმა. განხორციელებული კვლევითი პროექტებია:The impact of COVID-19 pandemic on the cognitive functions of the international Medical Students; სამეცნიერო ხელმძღვანელის გავლენა სადისერტაციო ნაშრომის ხარისხზე და სხვა.



























