🏗 ახალგაზრდა არქიტექტორთა ქსელის მიზანია არქიტექტურის სფეროში სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების გაძლიერება და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება.
კლუბი ქმნის პლატფორმას, სადაც ერთიანდებიან ახალგაზრდა არქიტექტორები.
ახალგაზრდა არქიტექტორთა ქსელი აქტიურად თანამშრომლობს EEU-ს კვლევით ცენტრთან — Architecture Research and Design Bureau-თან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ კვლევით და საპროექტო პროცესებში, იმუშაონ რეალურ არქიტექტურულ კონცეფციებზე და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალურ გარემოში.
ძირითადი აქტივობები:
-
🏛 არქიტექტურული პროექტების და სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა
-
📐 დიზაინის ვორქშოპები და პრაქტიკული სტუდიები
-
🏗 შეხვედრები არქიტექტორებთან, ურბანისტებთან და ინდუსტრიის პროფესიონალებთან
-
🌿 მდგრადი არქიტექტურისა და ურბანული განვითარების თემატური დისკუსიები
-
🖥 არქიტექტურული პროგრამების (AutoCAD, Revit, SketchUp და სხვ.) პრაქტიკული ტრენინგები
-
🏙 ექსკურსიები და პროფესიული ვიზიტები არქიტექტურულ ობიექტებზე
-
🏆 კონკურსებში მონაწილეობა და საპროექტო თანამშრომლობა
-
🔬 კვლევით და დიზაინ-პროექტებში მონაწილეობა არქიტექტურულ კვლევით ბიუროსთან თანამშრომლობით
შემოგვიერთდით: https://eeu.edu.ge/club-survey-2/




















































