EEU-ს ცეკვის დასის მიზანია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია. დასი ხელს უწყობს სტუდენტებში ქართული ფოლკლორის, ტრადიციებისა და ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემის გაძლიერებას.
ცეკვის დასი ემსახურება:
-
ქართული ტრადიციული ცეკვების პროფესიული სწავლებისა და შესრულების ხელშეწყობას;
-
სტუდენტებში ესთეტიკური გემოვნებისა და სცენური კულტურის განვითარებას;
-
ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითშეგნების გაძლიერებას;
ქართული ხალხური ცეკვის დასი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ტრადიცია, ენერგია და თანამედროვე ახალგაზრდული სული ერთიანდება ეროვნული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.
შემოგვიერთდით: https://eeu.edu.ge/club-survey-2/


















