ინტერკულტურული კლუბი: ადგილები და სივრცეები უნივერსიტეტის შიგნით და მის მიღმა
მიზანი და დანიშნულება
ინტერკულტურული კლუბი საკუთარ აქტივობებს ახორციელებს პროექტის ,,ადგილები და სივრცეები უნივერსიტეტის შიგნით და მის მიღმა” ფარგლებში. აქტივობების მიზანია საერთაშორისო სტუდენტების აკადემიურ და სოციალურ გარემოში ინტეგრაციის მხარდაჭერა, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის კულტურათაშორისი კომუნიკაციის გაძლიერება და საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის ხელშეწყობა.
კლუბი ემსახურება:
- ინტერკულტურული კომუნიკაციის განვითარება;
- მეგობრული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნა;
- ენობრივი და კულტურული ბარიერების შემცირება;
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობა;
- სოციალური ინტეგრაცია და კულტურული გაცვლის ხელშეწყობა.
შემოგვიერთდით: https://eeu.edu.ge/club-survey-2/










































