პროფესიული ორიენტაციის კლუბის მიზანია საუნივერსიტეტო ერთობის — სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის — თანამშრომლობა სკოლებთან და სკოლის მოსწავლეებთან. კლუბი ქმნის სივრცეს, სადაც მოსწავლეები უკეთ ეცნობიან სხვადასხვა პროფესიულ სფეროს, იღებენ ინფორმაციას უმაღლესი განათლების შესაძლებლობებისა და კარიერული განვითარების გზების, სხვადასხვა პროფესიების შესახებ და მხარდაჭერას იღებენ პროფესიის გააზრებული არჩევანის პროცესში.
კლუბი ხელს უწყობს სკოლასა და უნივერსიტეტს შორის კავშირების გაძლიერებას, მოსწავლეების საუნივერსიტეტო გარემოსთან ადაპტაციას და მათთვის აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობების გაცნობას. კლუბის აქტივობები ქმნის პლატფორმას, სადაც ახალგაზრდები უშუალოდ ეცნობიან სხვადასხვა დარგს, ხვდებიან პროფესორებსა და წარმატებულ სპეციალისტებს და იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას მომავალი პროფესიის არჩევისთვის.
ძირითადი აქტივობები:
კლუბის ფარგლებში რეგულარულად იმართება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და პროფესიული ორიენტაციის აქტივობები, მათ შორის:
-
პროფესიული ინტერესებისა და უნარების დიაგნოსტიკური ტესტები და კარიერული კონსულტაციები;
-
საჯარო ლექციები და შეხვედრები ცნობილ პროფესიონალებთან სხვადასხვა სფეროდან;
-
ვორქშოპები და მასტერკლასები, რომლებიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას პრაქტიკულად გაეცნონ სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებას;
-
იმიტირებული პროცესები და პროფესიული სიმულაციები (მაგალითად, სასამართლო პროცესის მოდელირება);
-
სასწავლო ლაბორატორიებისა და კვლევითი ტექნოლოგიების პრეზენტაციები,
-
ღია კარის დღეები, პროფესორებთან შეხვედრები და კამპუსის ტური, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას ახლოდან გაიცნონ საუნივერსიტეტო ცხოვრებას;
-
Shadowing პროგრამა, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ესწრებიან ლექციებს და მონაწილეობენ სტუდენტურ აქტივობებში;
-
საკონფერენციო და სამეცნიერო ღონისძიებები, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები ერთობლივად წარმოადგენენ საკუთარ იდეებსა და კვლევებს;
-
კამპანია: Meet Your Future Professor
- VIP Experience Day და სხვა
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. შემოგვიერთდით: https://eeu.edu.ge/club-survey-2/






































