საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა ასოციაცია წარმოადგენს სტუდენტურ გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასოციაციის მიზანია ასეთი სტუდენტების მხარდაჭერა, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა უნივერსიტეტის აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაში და მათ შორის თანამშრომლობისა და სოლიდარობის გაძლიერება.
ასოციაცია ასევე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, მშვიდობის, დიალოგისა და საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობის შესახებ.
ძირითადი აქტივობები
ასოციაციის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის:
-
თემატური შეხვედრები და დისკუსიები
-
საგანმანათლებლო სემინარები და საჯარო ლექციები
-
სტუდენტური ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა
-
კულტურული და სამახსოვრო ღონისძიებები
-
ექსკურსიები და საგანმანათლებლო ვიზიტები
-
შეხვედრები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან
წევრობა
ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ:
-
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს
-
სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული თემით და სურთ მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის საქმიანობაში
-
ყველა სტუდენტს, ვინც მხარს უჭერს თანადგომას, სოლიდარობასა და მშვიდობის იდეას
შემოგვიერთდით: https://eeu.edu.ge/club-survey-2/












