ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრების სერია გაიმართა.
შეხვედრების განმავლობაში ფაკულტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სპეციფიკა, შეფასების სისტემა, სასწავლო პროცესის ვადები, EEU-EL სასწავლო ბაზის გამოყენება, აკადემიური კალენდარი, საგამოცდო პროცესისა და აპელაციის წესი გააცნო. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საბიბლიოთეკო რესურსების, ელექტრონული ბიბლიოთეკის გამოყენების წესის, უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური სერვისების, სტუდენტური კლუბების, აკადემიური/სამეცნიერო თუ ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ.
ამასთან ერთად, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობის, უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და აკადემიური კეთილსინდისიერების, კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის, ღია გული – საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და სხვა კლინიკური ბაზების შესახებ.
შეხვედრების ბოლოს სტუდენტებმა უნივერისტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

















