აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ელენე ზურაბიშვილი, სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის განსახორციელებლად ვიზიტი აშშ-ს ქალაქ კლივლენდის უნივერსიტეტში – Case Western Reserve University იმყოფებოდა.
ვიზიტი განხორციელდა საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი მიზნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ელენე ზურაბიშვილის სადოქტორო ნაშრომის ეფექტიანად შესრულებას.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და Case Western Reserve University-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს 2024 წლის აპრილში მოეწერა ხელი. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ორ უნივერსიტეტს შორის კავშირებისა და საგანმანათლებლო/კვლევითი პროექტების გაძლიერებას, სხვადასხვა სფეროში გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებასა და პროფესორების აკადემიური გამოცდილების გაზიარებას.


