2025 წლის სექტემბერში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, თათია რთველაძე, სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის განსახორციელებლად მიდლსექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) იმყოფებოდა.
სწორედ მიდლსექსის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, რაც ასახავს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არსებულ მჭიდრო აკადემიურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამეცნიერო პარტნიორობის გაღრმავებისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევას.
ვიზიტი განხორციელდა საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი მიზნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს თათია რთველაძის სადოქტორო ნაშრომის ეფექტიანად შესრულებას.


