აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი) აცხადებს რეგისტრაციას 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამაზე (შემოდგომის სემესტრი მოიცავს შემდეგ პერიოდს: ოქტომბერი 2026 -თებერვალი 2027).
გაცვლითი პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და ინჟინერიის, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე:
- სამართალი;
- საჯარო მმართველობა;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- განათლების მეცნიერებები;
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- ადამიანური რესურსების მართვა;
- ციფრული მენეჯმენტი;
- არქიტექტურა (თავისუფალი და არჩევითი კრედიტების ფარგლებში).
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, სტუდენტი ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე და ასაკი შეადგენდეს მინიმუმ 18 წელს.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მხრიდან გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების საფასურს (საერთო საცხოვრებლის ღირებულებაა თვეში 120-200 ევრო, საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს ყოველთვიურად 300-350 ევრო).
შემოთავაზებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.uni.lodz.pl/en/mobility-study-programmes-and-courses


