სოციალურ-ეკონომიკურ და სოციალურად მოწყვლად სტუდენტთა მდგომარეობის გათვალისწინებით EEU ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს:
- სწავლის საფასურის გადახდის ეტაპობრივი სისტემა – უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის სქემისა და მექანიზმების შესახებ ინფორმაცია არის გამჭვირვალე და მოქნილი, ამ მიმართულებით სტუდენტებს მომსახურებას/კონსულტირებას უწევს სპეციალურად გამოყოფილი პირი და ამასთანავე, EEU-EL-ის მეშვეობით სტუდენტებს ავტომატურად აესახებათ ეტაპობრივ გადახდებზე ინფორმაცია
- უნივერსიტეტის რექტორი საკუთარი ინიციატივით ან ფაკულტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს სხვადასხვა სახის ინდივიდუალურ წამახალისებელ ღონისძიებებს (გრანტი, სტიპენდია, ჯილდო და ა.შ.)
- სტუდენტისთვის საუნივერსიტეტო სტიპენდია – 600 ლარის ოდენობით
- სასწავლო გრანტი (ოქროს და ვერცხლის მედალოსნებისთვის);
- უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს ,,სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი’’, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა სტუდენტური
ინიციატივების მაქსიმალურად მხარდასაჭერად, სამეცნიერო კვლევებისთვის სათანადო პირობებისა და მოტივაციის შექმნის, კვლევით და კულტურულსპორტულ აქტივობებში ჩართულობის, ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენების მიზნით. უნივერსიტეტი მხარს უჭერს და აფინანსებს სტუდენტთა პროექტებს/ინიციატივებს. ერთი სტუდენტური სამეცნიეროკვლევითი პროექტისთვის უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათას) ლარს, ხოლო კულტურულ სპორტული პროექტის შემთხვევაში – არ უნდა აღემატებოდეს 3000 (სამი ათას) ლარს.
სტუდენტური დაფინანსების სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:







