2025 წლის, 26–27 მაისს, Solo Grand Boshuri Hotel Wellness Resort-ში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „ერთიანობის ძალა მოქმედებაში: ურთიერთობა, თანამშრომლობა და ლიდერობა“, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდა CTI-ს სერტიფიცირებული ქოუჩი ნიკოლოზ ქინქლაძე, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ის ასევე არის სერტიფიცირებული იოგას ინსტრუქტორი და ფლობს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს-სკოლის – IESE Business School-ის MBA ხარისხს.
ტრენინგის მიზანი იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური გუნდის გაძლიერება, თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება და ლიდერული უნარების განვითარება. პროგრამა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ მონაწილეებს აღმოეჩინათ კონკრეტული მიდგომები, რომლებიც მათ დაეხმარებათ პროფესიულ საქმიანობაში ურთიერთობის, თანამშრომლობისა და ლიდერობის ეფექტურად განვითარებაში.










































