აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის EEU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2026 წლის 6 აპრილს, 15:30 საათზე გაიმართება დებატების კონკურსი.
კონკურსის წინ ჩატარდება მოსამზადებელი ტრენინგების სერია, რომლის მიზანია მონაწილეებისთვის დებატების ფორმატის, წესებისა და პროცედურული თავისებურებების გაცნობა, ასევე მათი პრაქტიკული უნარების განვითარება იმიტირებული დებატების პროცესში.
ტრენინგის განხორციელების განრიგი: 02-03 აპრილი; 19:00 საათი
სამიზნე აუდიტორია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები
დაინტერესებულმა სტუდენტმა 3 აპრილამდე რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს წინასწარი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/wGQM2vEaVADvVsSD6
ღონისძიების ჩატარების ადგილი და სხვა დეტალები ყველა დარეგისტრირებულ პირს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიეწოდება.
გიწვევთ ყველა სტუდენტს აქტიური მონაწილეობის მისაღებად, საკუთარი არგუმენტაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გამოსაცდელად!


