აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობისა და სპორტული აქტივობების განვითარების მიზნით, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა საფეხბურთო ტურნირი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდებს შორის.
ტურნირის შედეგები:
I ადგილი: B13;
II ადგილი: „შტანგა გოლი“;
III ადგილი: „თოლია“.
ტურნირის განმავლობაში ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ:
საუკეთესო მეკარე: გიორგი კობეშავიძე;
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ჩალაძე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობის.


















