flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU-ში პროფესორ პოლ გიბსისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების ღონისძიება გაიმართა!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორ პოლ გიბსისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების ღონისძიება გაიმართა.

ემერიტუსი პროფესორის წოდების მინიჭების ცერემონიას წინ უძღოდა პროფესორ პოლ გიბსის საინაუგურაციო ლექცია და მისი ხელმძღვანელობით გამოცემული აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და სორბონის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის პრეზენტაცია.

აღნიშნული პრეზენტაცია პოლ გიბსმა წარმოადგინა ჟურნალის რედაქტორთან, სორბონის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის უფროსთან, პროფესორ ლუიზ დელინგუოთერთან ერთად, ასევე, წარმოადგინეს გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაციები EEU-ს დოქტორანტებმა;

პოლ გიბსის თაოსნობით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დაარსდა სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი, ასევე მიდლსექსის უნივერსიტეტთან ერთად განათლების ფაკულტეტზე შეიქმნა ერთობლივი განათლების სადოქტორო პროგრამა, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, განხორციელდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და გამოიცა საერთაშორისო სტატიები. იგი დღემდე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ,,სამეცნიერო შრომების კრებულის” სარედაქციო კოლეგიის წევრი და მისი ხელმღვანელობით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები წარმატებით აქვეყნებენ სამეცნიერო სტატიებს საერთაშორისო ჟურნალებში;

პოლ გიბსს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ემერიტუსი პროფესორის აკადემიური წოდების მინიჭება მიულოცეს და შესაბამისი საჩუქრები გადასცეს უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და აკადემიური კოლეგიის თავჯდომარემ დავით ჩერქეზიშვილმა. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად დოქტორანტები, მკვლევარები, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლ გიბსი არის ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი და მკვლევარი, მიდლსექსის უნივერსიტეტის (UK) განათლების კვლევებისა და სტიპენდიების ცენტრის დამაარსებელი. ასევე, არის სიდნეის უნივერსიტეტის (UTS) და კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი, კვლევითი ინსტიტუტის ATLAS R&B-ის (TEXAS, USA) და New College Oxford-ის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგი და მკვლევარი. პოლ გიბსის ავტორობით გამოცემულია ოცზე მეტი წიგნი, იგი არის 110-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების SpringerBriefs-ის სერიის რედაქტორი.

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში
EEU-ს ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებისთვის იწყება!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University