ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრ ,,იდილიას” ინიციატივით მიმდინარე წლის 7 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება ონლაინ სემინარი: „ბიოენერგეტიკული ანალიზი“.
სემინარის თემატიკა:
- როგორ ერთვება სხეული ფსიქოთერაპიულ პროცესში;
- როგორ ვიყენებთ მოძრაობას, სუნთქვასა და ხმას თერაპიაში;
- როგორ ვამყარებთ სხეულებრივ კავშირს კლიენტთან;
- როგორ გამოიყენება ეს მიდგომები ბავშვებთან და მოზარდებთან.
სპიკერი: ალბერტო პორასი (Alberto Porras) – ბიოენერგეტიკული ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ტრენერი, სუპერვიზორი; ბასკეთის უნივერსიტეტის მაგისტრი.
ალბერტო პორასი ასევე არის ბიოენერგეტიკული ანალიზის ბასკური ასოციაციის წევრი; მუშაობს სან-სებასტიანში როგორც ზრდასრულებთან, ასევე ბავშვებთან და მოზარდებთან; არის ბასკეთის მთავრობის მიერ აკრედიტებული ჯანმრთელობის ფსიქოლოგი.
ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეების მქონე ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან; ჩართული იყო აკადემიურ, კვლევით საქმიანობაში ბასკეთის უნივერსიტეტის ბავშვთა დაცვის კვლევით განყოფილებაში; ამზადებს და სუპერვიზირებას უწევს ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს.
სამიზნე ჯგუფი: ფსიქოლოგები, ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრები, სხეულზე ორიენტირებული მიდგომებით დაინტერესებული სპეციალისტები; პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან და ზრდასრულებთან.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: http://bit.ly/3OJxpS4
სემინარის განხორციელების განრიგი: 7 მაისი, 19:00 სთ
ფორმატი: დისტანციური, Zoom


