აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 20 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება ალექსანდრ ვესელის დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება.
ღონისძიება ეძღვნება მსოფლიო აღიარების მქონე ფსიქიატრის, ნევროლოგისა და ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლის “ლოგოთერაპია და ეგზისტენციალური ანალიზის” ფუძემდებლის, ვიქტორ ფრანკლის დაბადების დღესა და ლოგოთერაპიის 100 წლის იუბილეს.
ფილმი „ვიქტორი და მე“ რეჟისორმა ალექსანდრ ვესელმა, ვიქტორ ფრანკლის შვილიშვილმა გადაიღო. ფილმი ქართულ ენაზე ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით გახმოვანდა.
სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ყველა დაინტერესებული პირი.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/ziEDgerYKG6mZPNg8
ღონისძიების დეტალები:
- თარიღი: 20 მაისი
- დრო: 16:00 საათი
- ადგილი: 401 საკონფერენციო დარბაზი
- ფილმის ხანგრძლივობა: 1 სთ და 20 წთ
დასწრება თავისუფალია!


