აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში (შემოდგომის სემესტრი მოიცავს შემდეგ პერიოდს: ოქტომბერი 2026 – თებერვალი 2027) ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში (რუმინეთი) Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility – ICM) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EEU-სა და ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს (ბაკალავრიატის შემთხვევაში სწავლების მეორე წლიდან), რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა;
- ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში სამაგისტრო პროგრამა;
- ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა;
- ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა;
- ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა.
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს როგორც სწავლის, ისე მგზავრობის ხარჯებს! პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია სტიპენდიების მიღება! ყოველთვიური სტიპენდიის სახით სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 800 ევრო, მგზავრობის ხარჯი კი ანაზღაურება 300 ევროს ოდენობით.
სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადები: 15.05.2026-29.05.2026


