აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) კამპუსმა სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის გამართულ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა.
სპორტული ღონისძიება მეგობრულ, თუმცა კონკურენტულ გარემოში წარიმართა, სადაც EEU-ს სტუდენტური გუნდი მოსწავლეთა გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა გამოირჩეოდა მაღალი სპორტული მოტივაციითა და აქტიური თამაშით.
საფეხბურთო დაპირისპირების დასრულების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან საჩემპიონო თასი გადაეცა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და გულშემატკივარს აქტიური ჩართულობისთვის და მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდული, სპორტული და შემეცნებითი ინიციატივების მხარდაჭერას.












