აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა (EEU) მოსწავლეების კულინარიულ მარათონს უმასპინძლა.
პროექტის ფარგლებში უფროსკლასელები აზიური სამზარეულოს საიდუმლოებებს ეზიარნენ და ძალები რეალურ საკონკურსო გარემოში მოსინჯეს.
შეფ-მზარეულის მასტერკლასის შემდეგ, 3-4 წევრიანმა გუნდებმა პროფესიონალურად აითვისეს სუში „კალიფორნიის“ მომზადების ხელოვნება და კულინარიული დუელი გამართეს.
ღია კარის დღეების სერია შემაჯამებელი აქტივობით – „EEU აუქციონით“ დასრულდა.
ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი მიესალმა. მან ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მათთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აუქციონზე მოსწავლეებმა მოიპოვეს:
- 2 ცალი სმარტვოჩი (Smartwatch)
- ყურსასმენები და სპეციალური გეიმინგის (Gaming) ყურსასმენები
- Gino Paradise-ის 2-კაციანი ვაუჩერები
- Cavea Plus-ის გამოწერები და კინოთეატრ Cavea-ს ბილეთები
- „ოლივანდერის“ სათამაშოები
- მთაწმინდის ჭადრაკი
- საინტერესო წიგნები და EEU-ს სასწავლო ვაუჩერები
- ისი-პარის ვაუჩერები
- ბოულინგის ვაუჩერი

























