თამარ მაჭარაშვილი ( ასოცირებული პროფესორი)
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
სპეციალიზაცია: მენეჯმენტი, ციფრული მენეჯმენტი
თამარ მაჭარაშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. 2014 წლიდან დღემდე იგი მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.
თამარი წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც გამოცემულია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
გავლილი აქვს არაერთი პროფესიული განვითარების ტრენინგები, მათ შორის: „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“, „ციფრული მედია მენეჯმენტი და ქოფირაითინგი“, „სოციალური მედიის სამართალი“.
თამარ მაჭარაშვილი არის არაერთი საერთაშორისო პროექტისა და კონფერენციის მონაწილე.
![]()


