ირინე წულაძე (ასოცირებული პროფესორი)
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
მიმართულება: არქიტექტურა
ირინე წულაძეს აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. ამჟამად მუშაობს სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში’’. სხვადასხვა წლებში იყო არქიტექტურული კომპანია “სახაზავის’’ და სამშენებლო კომპანია „მაკოტო პროექტის’’ არქიტექტორი.
ირინე წულაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სახელმძღვანელოს „ახალი მოდერნიზმი და რეგიონალიზმი“ თანაავტორი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და პროექტებში არქიტექტურის მიმართულებით. გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული მომზადების ტრენინგ-კურსი.
მიღებული აქვს ჟურნალისტების პრემია კონკურსში „ქართული სახლი“ და საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირის წლის საუკეთესო საბაკალავრო ნამუშევარი „ქ. თბილისის სოლოლაკის უბნის ქალაქმშენებლობითი კვლევა და რეკონსტრუქცია“ (ნომინაცია: „რესტავრაცია“).
![]()


