სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის გაძლიერება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
ფესტივალი აერთიანებს საქართველოს მასშტაბით მოქმედ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთაგან თითოეული წარადგენს ხუთი სტუდენტისგან შემდგარ გუნდსა და საპროექტო იდეას. იდეა შეიძლება ეხებოდეს სოციალურ, ეკოლოგიურ, ჯანდაცვის, კულტურულ ან საგანმანათლებლო გამოწვევებს.
ფესტივალი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თავად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა მიმართულების ინიციატივები, ხოლო პროცესში განივითარონ ლიდერული, კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარები.


