აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ჯანდაცვის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსი ცხადდება 2017 წლის 10 იანვრიდან.
ვაკანტური აკადემიური თანამდებობები
1. მიმართულება – ჯანდაცვა; დარგი – მედიცინა
1.1 პროფესორი
- 1 ვაკანსია (სპეციალობა – შინაგანი სნეულებები);
- 1 ვაკანსია (სპეციალობა – ზოგადი და კერძო ქირურგია).
1.2. ასოცირებული პროფესორი
- 1 ვაკანსია (სპეციალობა – შინაგანი სნეულებები);
- 1 ვაკანსია (სპეციალობა – ზოგადი და კერძო ქირურგია).
2. მიმართულება-მეცნიერება/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; დარგი – ქიმია ან/და ქვედარგი – ბიოქიმია
2.1 პროფესორი – 1 ვაკანსია;
2.2. ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1. ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წელი.
2. დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება.
შენიშვნა: პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1. ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წელი.
2. დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება.
შენიშვნა: ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
- კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვა პროფესიული აქტივობების დამდასტურებელი ინფორმაცია;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
- ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
შენიშვნა: პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკვებელი კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოაუდგინოს შემდეგი დოკუმნეტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სპეციალური მომზადებისა ან/და გამოქვეყენბული პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 13 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლითუნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-17:00 სთ. მისამართი: თბილისი, შატილის ქ. N4. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმნეტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შეედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება) 2017 წლის 20 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2017 წლის 10 მარტისა .
საკონტაქტო ინფორმაცია: 032 248 01 41; info@eeu.edu.ge