აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად დღეს სისხლის ჩაბარების აქციაში ჩაერთნენ. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლები უნივერსიტეტს თავად ესტუმრნენ და სისხლის ჩაბარებისთვის საჭირო შესაბამისი პირობებით სტუდენტებსა და თანამშრომლებს საშუალება მისცეს კეთილ საქმეში მიეღოთ მონაწილეობა. საკუთარი სისხლი გაიღო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმაც, რომელიც მსგავს აქციებში ხშირად იღებს მონაწილეობას. სისხლის ჩაბარების აქცია EEU-ში უკვე მესამედ ჩატარდა. მ.იაშვილის სახ.ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო