აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების შესაბამისად, 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრის არჩევნები.
სტუდენტური თვითმმართველობის მიერ გამართული კენჭისყრის შედეგად, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტ წევრად არჩეულ იქნა მარიამ მღებრიშვილი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს მარიამ მღებრიშვილს ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩევას და უსურვებს წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას!
შენიშვნა: არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში.
გასაჩივრების უფლება აქვს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, საარჩევნო კომისიის წევრს და ამომრჩეველს. არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით, დასაბუთებული საჩივარი უნდა გამოგზავნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eeu.edu.ge არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.


