საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2026 წლის ეროვნული შეჯიბრი დაიწყო!
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრისა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.
პროექტის მიზანი:
- საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და გაუმჯობესება;
- საკონტაქტო ქსელის შექმნა.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.
შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცემა წამახალისებელი საჩუქარი და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2026 წლის 22 ოქტომბერი, 23:59 სთ.
შეჯიბრის ფინალური ეტაპი გაიმართება 8-10 დეკემბერს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://forms.gle/Ab5Rd9DTDf8doWWR8


