გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე რეგისტრაცია დაიწყო.
პროექტს იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ახორციელებს.
იმიტირებული სასამართლო პროცესი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი რაუნდები გაიმართება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/yzwx5svc


