ERASMUS+ პროგრამის სტიპენდია ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტში!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2015 წლიდან ჩართულია ERASMUS+ პროგრამაში და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება და ისწავლონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის (Credit Mobility) ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები შეძლებენ, ერთი სემესტრის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისწავლონ ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ EEU–ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. შერჩეული მაგისტრანტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას და სრულად უფინანსდება სწავლის საფასური, მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება;
- გამოცდა ინგლისურ ენაში ( გამოცდისგან თავისუფლდება მაგისტრანტი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს);
დაინეტრესებულმა პირმა მიმდინარე წლის 31 ოქტომრიდან – 7 ნოემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- CV;
- ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით);
- სამოტივაციო წერილი;
- სარეკომენდაციო წერილი;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან გამოცდა უცხო ენაში 2016 წლის 9 ნოემბერს);
მისამართი: ქ. თბილისი, შატილის ქ. N4
საკონტაქტო: 577 02 20 02; 032 248 01 41