დღეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დარბაზში ჟურნალის „თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“ მესამე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ჟურნალი „თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო გამოცემაა, 2013 წლიდან გამოდის. ჟურნალის მთავარი რედაქტორი პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილია.
მესამე ნომერში დავით ჯაიანის, საბა ფიფიას, კახაბერ ურიადმყოფლის, მონიკა გაბუნიას, ნინო ჩიტიძის, თამარ მსხვილიძის სტატიები და ჰანს-ულრიჰ გავასის სტატიის მიხეილ ბიჭიასეული თარგმანია შესული.
პრეზენტაციას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში დიმიტრი გეგენავა უძღვებოდნენ.