flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU ინკლუზიური სოციალური დაცვის აკადემიური კურსის შემუშავების საერთაშორისო პროექტშია ჩართული

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში ინკლუზიური სოციალური დაცვის აკადემიური კურსის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო. ინიციატივის მიზანია სოციალური დაცვის სფეროში აკადემიური ცოდნის გაღრმავება და საქართველოს საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების განვითარება.

ინიციატივაში საქართველოს 6  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან პროექტში მონაწილეობენ განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი და ასოცირებული პროფესორი ეკა გიგაშვილი.

ინიციატივის ფარგლებში პირველი ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გაიმართა ინკლუზიური სოციალური დაცვის აკადემიური კურსის განვითარების მხარდასაჭერად საერთაშორისო პარტნიორებთან – UNU-MERIT / Maastricht University (ნიდერლანდები), რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით კურსის შემუშავების პროცესში არიან ჩართული. ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კურსის კონცეფცია,  საქართველოს კონტექსტთან შესაბამისობა და უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის შესაძლებლობები.

პროექტის შემდგომ ეტაპზე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაეროს უნივერსიტეტის მაასტრიხტის კვლევითი ინსტიტუტის (UNU-MERIT) და პროექტში ჩართული საქართველოს ექვსივე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები. შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან დაესწრო განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.

ინიციატივის ფარგლებში შემუშავდება ერთსემესტრიანი აკადემიური კურსი და შესაბამისი სასწავლო მასალები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნება და საქართველოს კონტექსტსა და საჭიროებებს მოერგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და შემუშავებული კურსის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მონაწილეობა ინიციატივაში ხელს შეუწყობს ინკლუზიური სოციალური დაცვის მიმართულებით თანამედროვე აკადემიური ცოდნის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

+995 32 248 01 41;
Education@eeu.edu.ge

პროფესორ მაურიციო ტირას საჯარო ლექცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University