27 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით, შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
ტურნირში უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის შედეგად საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- I ადგილი – All Star
- II ადგილი – Los Blanco
- III ადგილი – Team 67
ასევე გამოვლინდნენ ინდივიდუალური ნომინაციების გამარჯვებულები:
- საუკეთესო მეკარე – გიორგი ბაღოშვილი
- საუკეთესო ბომბარდირი – გიორგი ახალბედაშვილი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ გუნდებსა და ინდივიდუალური ნომინაციების მფლობელებს მიღწეულ შედეგებს და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და სპორტული ჩართულობისთვის.





















