2026 წლის 10 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2026-2027 სასწავლო წლის დაწყების აღმნიშვნელი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
სტუდენტებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო და სამეცნიერო საკითხებში, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასისტენტ-პროფესორი ელენე ზურაბიშვილი მიესალმა. ღონისძიებაზე დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი და საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამების 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირველ სემესტრელი სტუდენტები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ სემესტრელმა სტუდენტებმა ღონისძიებაზე ასევე ეროვნული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
სტუდენტთა საზეიმო მიღების ცერემონია ტორტის გაჭრით, ფოიერვერკით და DJ-ს წარმოდგენით დასრულდა.


































































