flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

პროფესორ შალვა მაჭავარიანს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა

გამორჩეულ მეცნიერს, პროფესორს, მკვლევარსა და ეკონომისტს შალვა მაჭავარიანს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული აკადემიური და სამეცნიერო წვლილისთვის, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა!

ემერიტუსი პროფესორის შესაბამისი მედალიონი და საპატიო დიპლომი შალვა მაჭავარიანს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გადასცა.

პროფესორი შალვა მაჭავარიანის თითქმის 50-წლიანი პედაგოგიური და პროფესიული მოღვაწეობა განათლებისა და მეცნიერების სფეროს უკავშირდება. იგი მიეკუთვნება იმ იშვიათ მეცნიერთა რიცხვს, რომლებიც ღრმა თეორიულ ცოდნასთან ერთად მასშტაბური პრაქტიკული გამოცდილებით გამოირჩევიან. მას გავლილი აქვს აკადემიური განვითარების ყველა საფეხური – უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან უმაღლესი დონის აღიარებულ მეცნიერამდე. სხვადასხვა წლებში იგი ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საინვესტიციო დეპარტამენტსა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის რეფორმების ჯგუფს, იყო საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური კომისიის უფროსი მრჩეველი და მსოფლიო ბანკის პროგრამის „საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის“ ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი. იგი წამყვან სამეცნიერო პოზიციებს იკავებდა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში, ხოლო 2014 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში.

შალვა მაჭავარიანის ინიციატივითა და ორგანიზებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დაარსდა პირველი სამეცნიერო მულტიფუნქციური კვლევითი ცენტრი. მისივე ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოიცა უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო ჟურნალი. იგი გახლდათ ბიზნესის ადმინისტრირების პირველი სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. მის სახელს უკავშირდება უნივერსიტეტში ყოველწლიური სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის დაარსება, საუნივერსიტეტო გამოცემების რედაქტორობა და არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება.

მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე შალვა მაჭავარიანმა განახორციელა 15 და უხელმძღვანელა 6 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს. იგი არის 64 სამეცნიერო პუბლიკაციის და 2 დაპატენტებული გამოგონების ავტორი, 20-მდე სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი, 4 გლობალური გამოცემის ქართული თარგმანის პროექტის ხელმძღვანელი და სამეცნიერო რედაქტორი. შალვა მაჭავარიანი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

https://www.interpressnews.ge/
https://edu.aris.ge/news/

განათლების მეცნიერებები

  • ფაკულტეტის შესახებ
  • ფაკულტეტის საბჭო
  • აკადემიური პერსონალი
  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • ღონისძიებები
  • სამეცნიერო კვლევები
  • კურსდამთავრებულები
  • კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან
  • საკონტაქტო ინფორმაცია

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა (IDP)

https://www.youtube.com/watch?v=29eC_gzHRkA

განათლება საზღვრების გარეშე (EwB)

https://www.youtube.com/watch?v=4U7Rl72z2VE

Calendar

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« სექ    

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021-2026 East European University