აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. საუნივერსიტეტო გამოცდა შედგება ინგლისურ ენაში გამოცდისა და სპეციალობაში გასაუბრებისგან. სამაგისტრო პროგრამაზე ადგილები შეზღუდულია, თითოეულ მიმართულებაზე ადგილები წინასწარ არაა განსაზღვრული.
სპეციალობაში გასაუბრება ჩატარდება კერძო, სისხლის, საკონსტიტუციო და ადმინსიტრაციული სამართლის მიმართულებების მიხედვით, მაგისტრანტობის კანდიდატის არჩევანის შესაბამისად.
ინგლისურ ენაში გამოცდა ჩატარდება წერილობით (ტესტის ნიმუში).
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური 2500 ლარია.
სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება რექტორის სახელზე (დანართი 1);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- 2 ფოტოსურათი 3X4; (ელ. ვერსია).
გამოცდების/გასაუბრების ჩატარებისა და ხელშეკრულების გაფორმების ვადები:
- გამოცდა უცხო ენაში (ტესტირება) – 11 სექტემბერი
- შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი
- გამოცდა სპეციალობაში (გასაუბრება) – 13 სექტემბერი
- სპეციალობის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი
- უცხო ენის გამოცდის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 13-15 სექტემბერი
- აპელაცია – 16 სექტემბერი
- საბოლოო შედეგების გამოცხადება და ხელშეკრულებების გაფორმება – 18-19 სექტემბერი
- ბრძანების მომზადება 22 სექტემბერი.
საგამოცდო თემატიკა და საორიენტაციო ლიტერატურა
კერძო სამართლის თემატიკა: სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, სანივთო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი.
საორიენტაციო ლიტერატურა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ლადო ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბილისი, 2011;
ლადო ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012;
ბესარიონ ზოიძე, სანივთო სამართალი, თბილისი, 2003;
ზურაბ ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 1999
სისხლის სამართლის თემატიკა: სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, სისხლის სამართლის პროცესი.
საორიენტაციო ლიტერატურა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, თბილისი, 2013;
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი პირველი, თბილისი, 2014;
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი მეორე, თბილისი, 2012
საკონსტიტუციო სამართალი: სახელმწიფო მოწყობის სამართალი, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, ადამიანის ძირითადი უფლებების სამართალი
საორიენტაციო ლიტერატურა:
საქართველოს კონსტიტუცია;
დიმიტრი გეგენავა, ბექა ქანთარია, ლანა ცანავა, თენგიზ თევზაძე, ზურაბ მაჭარაძე, პაატა ჯავახიშვილი, თინათინ ერქვანია, თამარ პაპაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2013;
კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2010;
საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი (თავი 2. საქართველოს მოქალაქეობა და ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი), თბილისი, 2013
ადმინისტრაციული სამართალი: ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული სამართლის პროცესი.
საორიენტაციო ლიტერატურა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2013;
მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა, ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2008