აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გააფორმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.
მემორნადუმს ხელი მოაწერა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ, რომელიც ამავე დროს არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირება და მიიღონ პრატიკული გამოცდილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს სტუდენტების მომავალ კარიერულ წინსვლასა და ქვეყანაში პროფესიული კადრების ჩამოყალიბებას.
აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი ორიენტირებულია მოამზადოს პროფესიული კადრები, რომელიც ღირსეულ ადგილს მოიპოვებენ კონკურენტულ შრომით ბაზარზე.