დასრულდა ,,აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის“ ორგანიზებით 2013 წლის 23 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მუშტაეთის პარკის ტერიტორიაზე სპორტ სკოლა ,,იმედი”-ს კომპლექსში გამართული ჩემპიონატი მინი–ფეხბურთში თბილისის სკოლებს შორის.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო თბილისის 50-მა სკოლამ და მონაწილეობდა სამასზე მეტი მოსწავლე. ტურნირი მიმდინარეობდა ოლიმპიური სისტემით.
2103 წლის 31 მარტს ჩატარდა საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი – 207 საჯარო სკოლა
II ადგილი – 130 საჯარო სკოლა
III ადგილი – 149 საჯარო სკოლა
გამარჯვებულ გუნდებს სპეცაილურ პრიზებთან ერთად გადაეცათ ფულადი პრიზებიც: პირველი ადგილი – 300 ლარი, მეორე ადგილზე გასულ გუნდს 200, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 100 ლარი.
ასევე, გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით:
ბომბარიდირი –
საუკეთესო ფეხბურთელი –
ტურნირის ორგანიზატორს – ,,აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს“ დაგეგმილი აქვს სკოლებს შორის ტურნირს მიეცეს ტრადუციული სახე, შესაბამისად ტურნირი გაიმართოს ყოველწლიურად.