„აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიულ ფაკულტეტებზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ა) ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია (ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა)
იურიდიული ფაკულტეტი
ა) ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
შენიშვნა: სრულ ან ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან/და სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, მაგრამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მისი კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) აკადემიური ხარისხის ან/და პედაგოგიური გამოცდილების არქონის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
ზ) სალექციო კურსის სილაბუსი.
თ) კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით (HR Management).
კონკურსი ცხადდება 2013 წლის 25 აპრილიდან. საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 27 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში.
კონტაქტი:
თბილისი, შატილის ქ. #4
ტელ: (032) 214 80 57; 577 244599;