აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი
ქ. თბილისი, შატილის ქუჩა №4, ტელ.: 599577820, ელ. ფოსტა: info@eeu.edu.ge
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
,,სწავლების ინოვაციური ორიენტირები“
25-26 ოქტომბერი, 2014 წელი
თბილისი, საქართველო
პატივცემულო კოლეგებო!
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ,,სწავლების ინოვაციური ორიენტირები“.
საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
· სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები
· განათლების მართვა, ადმინისტრირება და პოლიტიკა
· გლობალური განათლება და განათლება მდგრადი განვითარებისათვის
· ვირტუალური სივრცეები, ციფრული ტექნოლოგიები და ინტერნეტ-კომუნიკაციები განათლებაში
· უწყვეტი განათლება, ინკლუზიური განათლება, დისტანციური და პროფესიული სწავლება
· მულტიკულტურული განათლება და ინტერკულტურული კომუნიკაციები
კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მუშაობას.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის, ავსტრიის, ისრაელის, იტალიის , სომხეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, ჰოლანდიის და ბელგიის განათლების ექსპერტები.
კონფერეციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
კონფერენციისრეგლამენტი: მოხსენება 20 წუთი დისკუსია 10 წუთი
· კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი ვირტუალური მონაწილეობაც მოხსენების გამოგზავნით. დაუსწრებელი მონაწილეობის გადასახადი იგივეა, რაც დასწრებულის.
გთხოვთ, საკონფერენციო განაცხადი (თანდართული ფორმით) გადმოაგზავნოთ ა/წლის 15 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irmabarbakadze@hotmail.com
· საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის.
5 მაისამდე მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
· 10 ივნისამდე აგზავნით სრულ საკონფერენციო მოხსენებას და იხდით სარეგისტრაციო გადასახადს (საბანკო რეკვიზიტები გეცნობებათ დამატებით).
კონფერენციის მონაწილემ, საორგანიზაციო კომიტეტის შეტყობინების შემდეგ, უნდა გადაიხადოს საორგანიზაციო თანხა 100 ლარი (მონაწილემ უცხოეთიდან –50$). თანხის გადახდა მოხდება საბანკო ანგარიშსწორებით.
· მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯებს უზრუნველყოფს კონფერენციის მონაწილე.
· კონფერეციის საზეიმო დახურვის ვახშამს უზრუნველყოფს საორგანიზაციო კომიტეტი.
· კონფერენციის ჩატარების ადგილი – აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი, შატილის ქუჩა N 4.
საკონფერენციო მოხსენებების კრებული დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
განაცხადი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,სწავლების ინოვაციური ორიენტირები“
თბილისი, 2014 წელი
სახელი, გვარი, მამის სახელი | |
ქვეყანა, ქალაქი | |
უმაღლესი სასწავლებლის დასახელება (სამუშაო ადგილი), თანამდებობა | |
აკადემიური სამეცნიერო ხარისხი, წოდება | |
მისამართი (ინდექსი) | |
ტელეფონი | |
ელექტრონული ფოსტა, ფაქსი | |
მონაწილეობა (დასწრებული, დაუსწრებელი) | |
მოხსენების სათაური, მოკლე ანოტაცია | |
სამეცნიერო მიმართულება |
მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის
მოხსენების მოცულობა 5 – 8 გვერდი
ელექტრონული ფოსტის მისამართი: irmabarbakadze@hotmail.com
1. გვერდის ფორმატი: – А4 (14,85 х 21,0 სმ.)
2. გვერდის ველი : – 2 სმ ( – File, Page Setup, Margins)
3. ფონტი ქართული ტექსტი – სილფაინი, ზომა 12
ინგლისური ტექსტი – Times New Roman, ზომა 12
4. ინტერვალი – 1 (Single)
5. აბზაცი – 1 სმ
6. ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
7. ბრჭყალები ქართულ და ლათინურ ტექსტში გამოიყენეთ ნიმუშით („“).
8. ტექსტში გამოიყენეთ ტირე (–), ხოლო სიტყვათა შიგნით დეფისი (-).
9. სტატიაში ავტორთა გვარები გამოიყენეთ ნიმუშის მიხედვით: აკაკი წერეთელი, Stephen Johnson.
10. ბიბლიოგრაფია: ზომა 10. სტატიის ბოლოს ალფავიტზე განალაგეთ გამოყენებული ლიტერატურა შემდეგი ნიმუშით:
· წიგნის ციტირების დროს: გვარი სახელი. (გამოცემის დრო):გამომცემლობა. გამოცემის ადგილი. მაგალითად: შანიძე ა.გ. (1953): ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. მორფოლოგია. თსუ გამომცემლობა. თბილისი.
· სტატიის ციტირების დროს: გვარი, სახელი (გამოცემის წელი): სტატიის დასახელება.//ჟურნალის ან წიგნის დასახელება. ჟურნალის ნომერი. სტატიის პირველი და ბოლო გვერდი. მაგალითად: რამიშვილი ვალ. (1947): ენის სიწმინდისათვის // “ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, №4. 25-45.
ქართულ ენაზე შესრულებულ სტატიას დაურთეთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ინგლისურ ენაზე შერულებულ სტატიას – ქართულ ენაზე.
დაასახელეთ სტატიის 5 (ხუთი) საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პატივისცემით,
კონფერენციის სარედაქციო კოლეგია