აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტმა რეკომენდაცია გაუწია და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკუთარ კანდიდატად წარადგინა სამართლის აკადემიური დოქტორის,ასოცირებული პროფესორის ზურაბ ძლიერიშვილი.
ზურაბ ძლიერიშვილმა 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1997-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში და 1999 წლის 23 ოქტომბერს წარმატებით დაიცვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის (სამართლის აკადემიური დოქტორი) სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია თემაზე „უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის ძირითადი პრობლემები“. 1997 წლიდან ბატონი ზურაბი მიღებული იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე თანამშრომლად და უკვე თხუთმეტი წელია ეწევა მეტად ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.
ბატონი ზურაბი 2012 წელს არჩეული იქნა აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორად. ბატონი ზურაბი არის სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის აღიარებულ სპეციალისტი, ათეულობით სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა თუ სამეცნიერო სტატიის ავტორი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორი. მისი ხელმძღვანელობით ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმატებით დაცულია სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი 9 სადისერტაციო ნაშრომი. იგი ასევე არის ათეულობით სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი თუ რეცენზენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო გრანტი და სტიპენდია ცალკეული კვლევების განსახორციელებლად სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
ბატონი ზურაბი ეწევა მეტად ნაყოფიერ პრაქტიკულ საქმიანობასაც. იგი არის საქართველოს ადვოკათთა ასოციაციის წევრი, ასევე როგორც საზოგადოების სწარმომადგენელი 2009 წლიდან არჩეულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად. არის მრავალი სახელმძღვანელოს რედაქტორი და რეცენზენტი, სხვადასხვა ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე მრავალ კონფერენციებში, რომლებიც დაკავშირებული იყო სამართლის აქტუალურ პრობლემებთან. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.