2013 წლის 22 ივნისს, 11:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება სასერთიფიკატო პროგრამის „საგამოძიებო და სასამართლო უნარ-ჩვევები“ პრეზენტაცია. პროგრამა განკუთვნილია სისხლის სამართლის პროფესიონალებისათვის და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე. პროგრამის ფარგლებში მსმენელები ისწავლიან სასამართლოს წინაშე გამოსვლას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, საპროცესო დოკუმენტების შედგენას, ელექტრონულ გამოძიებას, გაეცნობიან სამართლებრივ სიახლეებს. ტრენერები არიან პრაქტიკოსი იურისტები, სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს წარმომადგენლები. პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემებზე: „არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია“ და „კრიმინოგენური მდგომარეობა საქართველოში“.