აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა (EEU) და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას (LSBF) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. იხილეთ ვიდეო.
მემორანდუმის საფუძველზე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისარგებონ გაცვლითი პროგრამებით ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით და სწავლა განაგრძონ ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში.
EEU-სა და LSBF-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მიზნად ისახავენ გააღრმავონ საგანმანათლებლო და კვლევითი ურთიერთობები. კერძოდ, განახორციელონ სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის გაცლვლითი პროგრამები; საზაფხულო სკოლები; ერთობლივი კვლევები და სხვა აქტივობები. ამასთანავე, გაუზიარონ ერთმანეთს სასწავლო მასალები.
დამატებითი ინფორმაცია ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე www.lsbf.org.uk და facebook-ის გვერდზე.