აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა (EEU) და ტურიბას უნივერსიტეტს (რიგა, ლატვია) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის საფუძველზე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისარგებონ გაცვლითი პროგრამებით და სწავლა განაგრძონ ტურიბას უნივერსიტეტში.
ტურიბას უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელია ლატვიაში, რომელიც ახორციელებს სწავლებას ოთხ ფაკულტეტზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- იურიდიული;
- საერთაშორისო ტურიზმი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობა.
ტურიბას უნივერსიტეტი არის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ასოციაციის (EURASHE), ბიზნესის საუნივერსიტეტო სკოლების ასოციაციისა (AACSB International) და ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (E.L.F.A.) წევრი.
დამატებითი ინფორმაცია ტურიბას უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე.